Get Adobe Flash player

მისალმება

.2009 წლის 29 დეკემბრიდან ლაშა მაქაცარია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორია

ამინდი
ქუთაისი
34C   22C
ვალუტის კურსი
USD
1.8412

EUR
2.3709

RUB
0.0602

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    
ბანერები

 

სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ და პარლამენტარმა ავთადილ სტურუამ სამტრედიაში სასოფლო–სამეურნეო ტიპის საწარმო, მინი ფერმა გახსნეს.

ახალი სასწავლო წლიდან საჩხერის რაიონის სოფელ სავანეს ევროპული ტიპის საბავშვო ბაღი ექნება.

27 ივლისის სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მოხდა, ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრიორიტეტულად ჩათვალა უსაფრთხოების წესების გამკაცრება და რეგიონში ახალი კადრების გადამზადება.

დღეიდან ტყიბულის რაიონის მაღაროებში უსაფრთხოების წესების დაცვის მექანიზმი გამკაცრდა. ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის მიერ, ტყიბულში ყოფნის დროს იქნა მიღებული.

ტყიბულში მინდელის სახელობის მაღაროში აფეთქება მოხდა. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეორე დღესვე ეწვია ინციდენტის ადგილს და დაზარალებულებს დახმარება აღუთქვა.

ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში აფეთქებს შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. მძიმედ დაშავდა კიდევ შვიდი ადამიანი, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაიყვანეს თბილისის დამწვრობის ცენტრში.

თხილის საწარმოს პრეზენტაციასოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა და სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ ვანის რაიონში თხილის გადამამუშავებელი საწარმო გახსნეს.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის _ გუბერნატორის ლაშა მაქაცარიას და ქუთაისის მერის გიორგი თევდორაძის ინიციატივით ეწყობა "ზაფხულის საღამოები ძველ ქუთაისში".

დღეს ქალაქ ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დასახელებულ კანდიდატს თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

დღეს ქუთაისში ევროსტადარტების დონის ‘"ევროპარკი" გაიხსნა,საცურაო აუზი მხარის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ და ქალაქის მერმა გიორგი თევდორაძემ გახსნეს.

დღეს ქუთაისში საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას 21 მმართველი პარტიისა  და 4 ოპოზიციური პარტიის წვრი ესწრებოდა.

 

საჩხერე-სხვიტორი-კვერეთის გზის მონაკვეთზე მიმდინარე კაპიტალური სამუშაოები დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა კონსტანტინე მგელაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

 

დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ვანის რაიონში იმყოფებოდა. პატრიარქმა წმინდა ნინოს მშობლების სუსანასა და ზებულანის სახელობის საკათედრო ტაძარი გახსნა.

 

რეაბილიტირებული „ტორპედოს" სტადიონი მიხეილ სააკაშვილმა მხარის რწმუნებულ- გუბერნატორ ლაშა მაქაცარიასთან ერთად საზეიმოდ გახსნა.

 

მიხეილ სააკაშვილი დღეს ქუთაისში იმყოფებოდა,  მან მხარის გუბერნატორ ლაშა მაქაცარიასა და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად  თბილისიდან ქუთაისში გადმოტანილი უწყებები- კონტროლის პალატისა და საგზაო დეპარტამენტის შენობები გახსნა.

სამი სახელმწიფო უწყების- სემეკის, კონტროლის პალატისა და საგზაო დეპარტამენტის ქუთაისში გადმოტანის შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა 2008 წლის 7 მაისს მიიღო.

აღნიშნული უწყებების გადმოტანა საპრეზიდენტო პროგრამის „ქუთაისი- მეორე დედაქალაქის" ფარგლებში განხორციელდა. ამ უწყებების გადმოტანით ქუთაისში მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდა.

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს ქუთაისში განახლებული რკინიგზის სადგური გახსნა.

ქუთაისი დღეს ტრადიციულ დღესასწაულს "ორმაისობას" ზეიმობს. ღონისძიებები ბაგრატის ტაძარში დაიწყო. ქუთათელ- გაენათელი მიტროპოლიტის კურთხევით, ქალაქის ყველა ეკლესია-მონასტერში 9 საათზე ერთდროულად დარეკა ზარებმა. თეატრალური სანახაობები ქალაქის ყველა უბანში მიმდინარეობდა. ქუთაისის იპოდრომზე დოღი გაიმართა, რასაც ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს.

 

დღეს სანდრა რულოვსი ქუთაისში მცირე საოჯახო ტიპის საზეიმო გახსნას დაესწრო,სტუმრებს შორის მხარის რწმუნებული-გუბერნატორი ლაშა მაქაცარია და ქალაქის მერი გიორგი თევდორაძე იმყოფებოდნენ.

 

დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა გოცაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კონსტანტინე მგელაძე იმერეთს სტუმრობდნენ და რეგიონში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულ ლაშა მაქაცარიასა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად რეგიონში ფონდის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

 

დღეს იტალიის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ვიტორია სანდალიმ და დევნილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში ხაჭაპურიძეების ოჯახს საკუთრებაში გადასცა მაღალი ევროპული სტანდრტების შესაბამისი საცხოვრებელი სახლი.

 

მოსახლეობასთან შეხვედრის მიზნით, პარლამენტარები დავით დარჩიაშვილი, ზაზა გამცემლიძე და გია როინიშვილი დღეს იმერეთში ჩავიდნენ.

პარლამენტარებმა სამტრედიასა და ვანის რაიონის სოფლებში მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს.

 

ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანია "ფრეშის" მიერ დამატებითი ინვესტიცია განხორციელდა. ინდუსტრიულ ზონაში კონტეინერებით "ჰაიტეკის" დანადგარები შემოვიდა. მაღალტექნოლოგიური დანადგარების შემოტანის პრეზენტაციას ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე დაესწრო

ვარციხჰესის კასკადზე დღეს ახალი აგრეგატი ამოქმედდა. ჰიდროელექტროსადგური კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის" ჰოლდინგშია გაერთიანებული. აღნიშნული კომპანია ასევე ფლობს „ჭიათურმანგანუმსა" და ზესტაფონის „ფეროს".

 

იმერეთში 9 აპრილის  ხსოვნისადმი  მიძღვნილი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ზესტაფონში  გაიმართა.
ზესტაფონის ცენტრში 9 აპრილის სახელობის ბაღი გაიხსნა, სადაც   გია აბესაძის მემორიალი აღიმართა. პროფესიით ექიმმა, წარმოშობით ზესტაფონელმა გია აბესაძემ ქართველთა ერთიანობის მოწოდების ნიშნად თავი დაიწვა.

ქუთაისიდან ექიმთა  15-კაციანი ჯგუფი   ოკუპირებულ სოფელ პერევში გაემგზავრა.
დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ექიმები პერევში ერთდღიან სამედიცინო აქციას მართავენ. ამასთან, პერევში მათ ჩააქვთ უახლესი სამედიცინო აპარატურა,  რეანომობილი და მედიკამენტები, რათა გამოკვლევებთან ერთად მოხდეს პაციენტთა მკურნალობაც. 

 

ქუთაისში მთავრობის სხდომას

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. დღეს პირველად გაკეთდა განცხადება ,,ლინგვისტური რევოლუციის" შესახებ, რომელიც სკოლებში ინგლისური ენის პირველი კლასიდან სწავლების გადაწყვეტილებას ეხება. ასევე, ქუთაისში გაახმიანა პირველად  პრეზიდენტმა ის სასიამოვნო სიახლეც, რომ პირველკლასელებს ხელისუფლებისაგან სახელმძღვანელო წიგნებთან ერთად, საჩუქრად გადაეცემათ კომპიუტერები, რაც მათი სწავლის ხარისხს და მოტივაციას ბევრად უფრო აამაღლებს.

 

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა ნიკეას დასახლებაში მდებარე ყოფილი ბაგა-ბაღის შენობაში განთავსებული დევნილები მოინახულა. შენობა სრულიად გარემონტდა, მასში 23 იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს.

 

ტყიბულის მინდელის მაღაროში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული 37 წლის ბესიკ ზოსიაშვილი კომური მდგომარეობიდან გამოვიდა.
 ექიმების განცხადებით, იგი სასუნთქ აპარატზე მიერთებული აღარ არის და, შესაბამისად, დამოუკიდებლად საკვების მიღებაც დაიწყო.

სამტრედიაში,  დასავლეთ საქართველოს ყოფილი რკინიგზის გადაზიდვების სამსახურის ეზოში, სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატის ავთანდილ სტურუასა და იმერეთის გუბერნატორის ლაშა მაქაცარიას ინიციატივით, დასავლეთის რეგიონის მანქანა-ტრაქტორის სადგომის ცენტრი გაიხსნა. როგორც გაირკვა ცენტრი არამარტო სამტრედიის, არამედ დასავლეთის მოსახლეობას სრულად მოემსახურება.

ნიუპორტის ქუჩაზე, მეგობრობის სკვერთან წყლის სარეაბილტაციო პროექტის მიმდინარეობა საქართველოს პრეზიდენტმა მოინახულა. პრეზენტაციას პრემიერ მინსტრი ნიკა გილაური, რეგიონული მართვის და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლაშა მაქაცარია და ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე ესწრებოდნენ.

 

რეგიონული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე იმერეთის რეგიონში ვიზიტს განაგრძობს, დღეს იგი წყალტუბოს,  ხონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებს სტუმრობდა.

დღეს ქუთაისში რეგიონული მართვის კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე  და კომიტეტის წევრები იმყოფებოდნენ. კომიტეტის გასვლითი სხდომა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, სადაც მოხსენება ქალაქში განსახორციელებელი პროექტების შესახებ  ქალაქის მერმა გააკეთა.

29 მარტს იმერეთში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი. სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა იმერეთის გუბერნატორის ლაშა მაქაცარიას, გუბერნატორის პირველი მოადგილის გრიგოლ შუშანიას, იმერეთის გამგებლებისა და გამგეობების საფინანსო სამსახურების უფროსების მონაწილეობით.

 

დღეს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ მხარის და ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად ქუთაისში სპორტული ობიექტების მშენებლობა დაათვალიერა. ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და მაისის თვის ბოლოს, ტექნიკური პროცესის დასრულებას ვარაუდობენ.

საცურაო აუზი, რომლის მშენებლობაზეც 600 000 ლარია გამოყოფილი, ოლიმპიური სტანდარტის იქნება.

 

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ირაკლი კობიძემ და ადგილობრივი იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტებმა საზოგადოების შეკითხვებს უპასუხეს. სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს დაურიგდათ სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე მომზადებული საინფორმაციო  მასალაც.

 

დღეს ქუთაისში ანსამბლმა „ერისიონმა" ქუთაისელებისთვის იცეკვა, კონცერტს მხარის რწმუნებული-გუბერნატორი ლაშა მაქაცარია, ქალაქის მერი გიორგი თევდორაძე და კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დაესწრნენ.

ზურაბ პოლოლიკაშვილი ქუთაისს ესტუმრა. ეკონომიკის მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორსა და ქალაქის მერთან ერთად რამდენიმე სამრეწველო ობიექტი, ,,მაკდონალდის" მშენებლობა და რეაბილიტირებული ,,სამეფო უბანი" დაათვალიერა.

 

დღეს ქუთაისში  მწვანეყვავილას პირველ ნომერში მდებარე სახლის აივანი ჩამოიშალა. აივანზე მყოფი 37 წლის მამაკაცი კახა მაღლაფერიძე ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 17 წლის გოგონას მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებული ქუთაისის ეროვნულ სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული .  შემთხვევის ადგილი მხარის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ და ქალაქის მერმა გიორგი თევდორაძემ მოინახულეს.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი იმერელ ფერმერებს ევროკავშირის ქვეყნების ბაზრის ათვისებაში დაეხმარება, - ამის შესახებ კვეზერელმა დღეს ქუთაისში, ფერმერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
შეხვედრას წყალტუბოს რაიონის სოფლების მცირე ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც ძირითადად, მწვანილს აწარმოებენ.   

ხანძარი წერეთლის ქუჩაზე, ბალახვანის უბანში გაჩნდა, რის გამოც 83 წლის ინდიკო სირბილაძე ალისგან გაიგუდა.

დღეს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ქუთაისში იმყოფებოდა, მინისტრმა მხარის რწმუნებულ-გუბერნატორთან ლაშა მაქაცარიასა და ქალაქის მერ გიორგი თევდორაძესთან ერთად ახლადგარემონტებული სასტუმრო"სათაფლია" დაათვალიერა.

 

    2010 წლის 23 მარტს საჩხერის რაიონში სტუმრად იმყოფებოდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე და უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები.

ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ინგლისურ ენაში კონკურსის - „The best Linguist" მეორე ტური ჩატარდა და მის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქალბატონი ირინე ქურდაძე და ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე დაესწრნენ.

,,ღირსების მატჩს" ქუთაისში, როგორც რაგბის დიდი ტრადიციების ქალაქში, განსაკუთრებული ემოციებით  გულშემატკივრობდნენ.

 

დღეს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი  და მხარის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია სამტრედიაში იმყოფებოდნენ. მინისტრმა და გუბერნატორმა დევნილებისათვის გარემონტებული სასტუმრო მოინახულეს.

 

ამერიკის ელჩის პირველი ოფიციალური შეხვედრა საქართველოს მეორე დედაქალაქში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორ ლაშა მაქაცარიასა და ქალაქის მერ გიორგი თევდორაძესთან შედგა.

ვანი -ჭიათურის მუნიციპალიტეტის ხვაშითის საკრებულოში შემავალი მაღალმთიანი  სოფელია. ამ სოფლის ნაწილს,ანუ ზედა ვანს, 20 წლის განმავლობაში არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია,რაც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აყენებდა იქ მცხოვრებ ადამიანებს

გადაუღებელი წვიმის გამო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ზედა ზონის სოფლებში შეიქმნა წყალდიდობის საშიშროება.

6-7 მარტს წყალტუბოში მცხოვრები ხიზნებს საშუალება ჰქონდათ უფასოდ მიეღოთ კვალიფიციური მედიკოსების კონსულტაციები.

წყალტუბოში მცხოვრები დევნილი სტუდენტები ძირითადად ქ.ქუთაისის უმაღლეს სასწავლებლებში იღრმავებენ ცოდნას.

დღეს სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლაშა მაქაცარია და ქალაქის მერი გიორგი თევდორაძე ასოციაცია „მოწყალების" წევრებს სტუმრობდნენ

 აფხაზეთის მთავრობის რეგიონული მართვის მინისტრის გია ბარამიას კეთილი ნებით, ოთხმოცამდე  ჭიათურელმა იძულებით გადაადგილებულმა ბავშვმა დახმარება მიიღო.

 

დღეს ქუთაისში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლაშა მაქაცარია, პარლამენტის ვიცესპიკერი მიხეილ მაჭავარიანი,  მაჟორიტარი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე და ქალაქის მერი გიორგი თევდორაძე,  პარლამენტის შენობის ესპანელ ავტორებს შეხვდნენ. 

 

ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში აფეთქება წუხელ, გვიან ღამით მოხდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, ერთი მძიმედ დაშავდა.

მაღარო კომპანია "საქნახშირს" ეკუთვნის, რომელიც "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" შვილობილი კომპნიაა. აფეთქება სავარაუდოდ, დაგროვილი მეთანის აალებამ გამოიწვია.

 

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი თორნიკე ავალიშვილი შეხვდა უფროსკლასელ მოსწავლეთა ჯგუფს, რომელთაც ინიციატივა აიღეს

კეთილმოაწყონ გაზონები.

 ქ. ბოლნისში გაიმართა ცნობილი ქართველი მოჭიდავის, მსოფლიო ჩემპიონის ანზორ მარგვლიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობა-ძიუდოში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მოქმედი ჭიდაობა-ძიუდოს გუნდები, ასევე სტუმრები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ტატამზე გამოსული  560 მონაწილეს შორის  წარმატებული გამოდგა წყალტუბოელ ჭაბუკთა გამოსვლებიც.

 

დღეს ადგილობრივი ნაციონალური მოძრაობს ინიციატივით ვანის მუნიციპალიტეტში არსებულ 4 საბავშვო ბაგა-ბაღს საჩუქრად ტელევიზორები და ვიდეო აპარატურა გადაეცათ.

 

დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტში სახანძრო დაცვის შენობა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა- გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ გახსნა.

 

მერმა აღნიშნა, რომ პროექტის მთავარი მიზანია შეიქმნას გრძელვადიანი პროგრამა, რომელიც ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით მოახდენს მცირე და სშუალო ბიზნესის ხელშეწყობას და ამ სფეროში დასაქმებულთა პროფესიულ განათლებასა და გადამზადებას."

 

წყალტუბოს თვითმართველი და მმართველი ორგანოების პასუხისმგებელი მუშაკები მონაწილეობდნენ წყალტუბო-ქუთაისისა და  ქვიტირი- ფარცხანაყანევის გზების დასუფთავების აქციაში. საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის სამუშაოები შეასრულეს შპს „კომუნალსერვისის" თანამშრომლებმა.

დღეს იმერეთში სახელმწიფო- რწმუნებულის გუბერნატორის ლაშა მაქაცარისა და იმერეთის ექიმთა ასოციაციის ინიციატივით სამტრედიის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოს ხელოვნური სასუნთქი  აპარატი გადაეცა.

 

დღეს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ლაშა მაქაცარიას ინიციატივით საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი გაიხსნა.

 

დღეს იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი მასიოშ კამოჰარა მეუღლესთან ერთად ქუთაისში იმყოფებოდა. ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო, ელჩს მასპინძლობა მხარის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ და ქალაქის მერმა გიორგი თევდორაძემ გაუწიეს.

 

დღეს ქუთაისში საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა,  მან ქუთაისის მუნიციპლიტეტში პრეზიდენტის რწმუნებულთან ლაშა მაქაცრიასთან, ქალაქის მერთან გიორგი თევდორაძესა და  რაიონების გამგებლებთან ერთად განიხილა 2010 წლის გეგმები. ასევე მოხდა 2010 წელს იმერეთის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაცია.

 

  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) 2008 წლის ივლისიდან ქალაქ ქუთაისში დაიწყო ფუნქციონირება. კომისიის საქართველოს მეორე დედაქალაქში გადატანა  იმერეთის რეგიონის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა. 

დღეს    ქუთაისის თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯის ექიმებმა გიგა შალამბერიძემ და გივი ქაჯაიამ თერჯოლაში 70-მდე  პაციენტი უფასოდ გასინჯეს და დიაგნოზი დაუსვეს.

 

ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ და კომპანია ,,თე-გე-ტა" მოტორსის გენერალურმა დირექტორმა გიორგი მშვილდაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს

დღეს ქუთაისში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომდგენლები იმყოფებოდნენ, მათ  რწმუნებული -გუბერნატორის პირველი მოადგილე გიგა შუშანია მასპინძლობდა.

 

დღეს ვანის მუნიციპალიტეტში ფერმერთა მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნა. ცენტრის გახსნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე გიგა შუშანია დაესწრო.

 

დღეს  ქუთაისში გაიხსნა თხილის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. ქარხანა ქალაქის მერმა გიორგი თევდორაძემ გახსნა.

 

დღეს ქუთაისში საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე იმყოფებოდა. მან საოლქო პროკურატურის შენობაში სისტემაში დაზარალებულთა დახმარების ცენტრი გახსნა.

საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას აღრიცხვიანობისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსმა ზაზა კაჭახიძემ გააცნო. კვირის ბოლომდე უწყებების გადარიგება მოხდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ახალგაზრდები, რომლებიც სპეციალურად შემუშავებულ სტანდარტს დააკმაყოფილებენ, ე.წ. უშიშროების ჯარში მოხვდებიან, რომლის დასრულების შემდეგაც გარანტირებული იქნებიან სამუშაო ადგილებით. ინფრასტრუქტურის სამსახური ინტენსიურად აგრძელებს სოფლის პროგრამებზე მუშაობას. ავთანდილ თადუმაძემ ვრცლად ისაუბრა მიმდინარე პროცესებზე.

 

12 თებერვალს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.  დღის წესრიგით  წარმოდგენილ საკითხთა შორის უმნიშვნელოვანესი მუნიციპალიტეტის გაზრდილი ბიუჯეტის დამტკიცება იყო.

       სამტრედიის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში დილიდან ხალხმრავლობა იყო.

რესპუბლიკურმა 64-ე კონფრენციამ სტარტი დღეს აიღო.  კონფრენციას სამტრედიაში კოორდინირებას რესურსცენტრი და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექცია უწევს.

 

ქუთაისში ბაგრატის ტაძართან 2000- მდე ახალგაზრდა შეიკრიბა,რომლებმაც ფიცი დადეს.

სტუდენტები ამბობენ, რომ არასოდეს შეურიგდებიან ოკუპანტთა ბატონობას ქართულ მიწაზე.

 

სამშენებლო კომპანია ,,აქსისმა" სამტრედიაში სასტუმროს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტით შესაძლებელი გახდა დევნილებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ქუთათელ- გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ გელათის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ქალაქ ტყიბულში მდინარე ტყიბულას კალაპოტის 4 კილომეტრიანი მონაკვეთის გაწმენდა მიმდინარეობს,

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  ქუთაისში იმყოფებოდა, მან ნიკეას უბანში  ხის დამამუშავებელი  ქარხანა გახსნა. აღნიშნული ქარხანა ლამინირებულ ხის პარკეტებსა და ევროპული სტანდარტების კარ-ფანჯრებს აწარმოებს.

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლებს საშუალება ეძლევათ, უფასოდ, გაიარონ ინგლისური ენის და კომპიუტერის შემსწავლელი კურსები.

 

სამშენებლო კომპანია ,,აქსისმა" სამტრედიაში სასტუმროს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტით შესაძლებელი გახდა დევნილებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

დღეს მხარის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სუბტროპიკულ უნივერსიტეტში იმყოფებოდა. რწმუნებული ლექტორ- მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა

 

რწმუნებული-გუბერნატორი ლაშა მაქაცარია ქალაქის მასშტაბით შეხვედრებს განაგრძობს. დღეს გუბერნატორი, პირველი მოადგილე გიგა შუშანია და ქალაქის მერი გიორგი თევდორაძე ქუთაისის ტორპედოს საწრთვნელ ბაზასა  დ რაგბისტების სკოლას ესტუმრნენ.

 

იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია ქუთაისის გაცნობის მიზნით შეხვედრებს განაგრძობს, დღეს გუბერნატორი ლაშა მაქაცარია, რწმუნებულის პირველი მოადგილე გიგა შუშანია და ქალაქის მერი გიორგი თევდორაძე საზოგადოება „ქუთაისელისა" და „ბაღის კიდის" წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი ჩიკვილაძე ამჯერად ქალაქის №12 სკოლა-პანსიონატს ეწვია

დღეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთის მხარეში ლაშა მაქაცარია იმყოფებოდა. მან ვიცე-გუბერნატორ გიგა შუშანიასთან ერთად სამუშაო შეხვედრა ჩაატარა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებთან,თემების რწმუნებულებთან და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სამსახურების ხელმძღვანელებთან.

დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტში იმერეთში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული ლაშა მაქაცარია და  ვიცე-გუბერნატორი გიგა შუშანია იმყოფებოდანენ.

2-10 თებერვლის ჩათვლით ჭიათურის რაიონის კულტურის ცენტრის, სსიპ,. "ჯორჯიანსიმფონიეტა"-ს და არასამთავრობო ორგანიზაცია "თბილისის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ფესტივალი"-ს ორგანიზებით, ჭიათურაში გაიმართება კლასიკური მუსიკის პირველი საერთაშორისო ფესტივალი "ზამთრის აკადემია ჭიათურა 2010."

 

20 იანვარს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტის გახსნის ცერემონიალს დაესწრო სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი იმერეთის მხარეში  ლაშა მაქაცარია.

            ამ დღეებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მამუკა თევზაძის ინიციატივითა და ორგანიზებით შპს „კომუნალსერვისი"-სა და „კეთილმოწყობის" თანამშრომლებმა დაასუფთავეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების: ქვიტირი, ფარცხანაყანევის,  აგრეთვე მაღლაკის ცენტრალური გზები.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლათა შორის ოფეთის N1 საჯარო სკოლა ერთ-ერთი უძველესია. იგი არსებობის 102 წელს ითვლის. სკოლა ოფეთის თემში არსებულ სკოლებს შორის ყველაზე მაღალკონტიგენტიანია და 43 მოსწავლის სწავლა-განათლებაზე ზრუნავს.

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში იმყოფებოდა.

პრეზიდენტმა შ.პ.ს"ევრაზიენ სტილს"-ის მეტალურგიული ქარხანა დაათვალიერა, რომელიც ოფიციალურდ 2009 წლის დეკემბერში გაიხსნა.

 ეს არის ქართულ-ინდური კომპანია, რომელიც სამშენებლო არმატურას აწარმოებს (8000 ტ -წლის მანძილზე).  პროდუქცია ადგილობრივი ნედლეულის-ჯართის გადამუშავებით მიიღება.

 

ღეს სამტრედიის საჯარო სკოლების დირექტორებისა და სკოლამდელ დაწესებულებათა მმართველების შეხვედრა განათლების სისტემის დამსაქმებელთა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში შედგა.

დღეს ქუთაისის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა ოფიციალურად დაიწყო.

სამუშაოს პირველი ეტაპის დასრულებას მაისის თვეში ვარაუდობენ. ამის შესახებ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და მხარის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ განაცხადეს.

 

 

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ და იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულ-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიგა შუშანიამ  წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში ახლად გარემონტებულ №1 საჯარო სკოლა გახსნეს.

 

ჭიათურაში ფონდ „გზად ჭიათურისაკენ"მიერ განხორციელებული პროექტის"იცნობდე შენს მხარეს და გააცანი იგი სხვას"შედგა

იმერეთის გუბერნატორი, ბატონი ლაშა მაქაცარია, ვიცე გუბერნატორ გიგა შუშანიასთან ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს თანამშრომლებსა და მუნიციპალიტეტის თემის რწმუნებულებს შეხვდა.

 

ოთხივე სპეციალიზირებული სახანძრო მანქანა მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეიძინა და უსასყიდლოდ გადასცა ქუთაისის სახანძროს.

დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში იმერეთის გუბერნატორთან ლაშა მაქაცარიასთან შეხვედრა მოეწყო.

22 იანვარს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ბაღდათის რაიონს სტუმრობდა. სოფელ დიმში, ბატონ ლაშა მაქაცარიასთან ერთად, ბაქრაძე მოსახლეობას შეხვდა

შენობას უკვე შემოავლეს სპეციალური მესერი, სადაც მხარის გუბერნატორმა და ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ  ბრიფინგი გამართეს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ფანჩულიძე  და  ხელმძღვანელი პირები ჩეხეთის არასამთავრებო ორგანიზაციას  "ადამიანი გაჭირვებაში" პროექტის კოორდინატორს მარიანა ლოთიაშვილს, მიკრო გრანტების ოფიცერს ქრისტინა კვეტენაძეს  შეხვდნენ.

 

გუბერნატორი ლაშა მაქაცარია პირველ მოადგილე გიგა შუშანიასთან ერთად გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებს, საწარმოების ხელმძღვანელებსა და ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებს შეხვდა. შეხვედრას გამგებელი ზურაბ ცერცვაძე,საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ აბჟანდაძე და საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ქუთათელაძეც ესწრებოდნენ.

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა ლევან დოხნაძემ გამგეობის სააქტო დარბაზში ჩაატარა ოპერატიული თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ გამგეობის აპარატის, სამსახურების თანამშრომლები, საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელობა, სადაც შესაბამისი სამსახურის უფროსებს მისცა მითითება,  მზადყოფნაში ჰყავდეთ ტექნიკა, რათა დიდთოვლობის შემთხვევაში მოსახლეობას რაიმე პრობლემები არ შეექმნათ.

 

გოდერძი სანიკიძე პირუტყვის მოსაძებნად სახლიდან 14 იანვარს გავიდა და შინ არ დაბრუნებულა.

დღეს, 18 იანვარს ქ. ტყიბულში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა იმერეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ბატონი ლაშა მაქაცარია, პირველი მოადგილე გიგა შუშანია და სხვა

კლუბური შეხვედრა სასტუმრო კომპლექს „ბაგრატი 1003"-ში გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის დეპუტატი ზურაბ ბუცხრიკიძე, საკრებულოს თავჯდომარე თეიმურაზ ქოჩიაშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ფანჩულიძე სოფელ თუზში,რუფოთში, ალისუბანში, ეწერში, ზედა სიმონეთში მოსახლეობას შეხვდა

      უმოკლესი გზა ქალაქის  ცენტრამდე -ხიდი, რომელსაც ზესტაფონელები ,,სილამაზის ხიდს" ეძახიან და    რომლითაც მდინარე ყვირილას  მარცხენა სანაპიროს, აგრეთვე ტაბაკინისა და კლდეეთის მოსახლეობა ყოველდღიურად სარგებლობს (დაახლოებით 2000-მდე ადამიანი).

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგო ჩიკვილაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა მამუკა გოგატიშვილმა რაიონის სოფლების  მოსახლეობასთან შეხვედრ ები დაიწყეს

15 იანვარს დილით ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი ლევან დოხნაძე შეხვდა რეგრესის პენსიონრებს.

თებერვლის თვეში ტყიბულში იწყება სასკოლო საქალაქო სპარტაკიადა, ამასთან დაკავშირებით დღეს, 12 იანვარს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი ლევან დოხნაძე შეხვდა საჯარო სკოლების დირექტორებსა და ფიზაღზრდის პედაგოგებს.

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი ჩიკვილაძე და  საქართველოს წითელი ჯვრის საჩხერის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქეთევან ფალავანდიშვილი  , ჭიათურის რაიონის სოფელ თაბაგრებში მცხოვრებ რობერტ მაჭარაშვილის ოჯახს ესტუმრნენ

9 იანვარს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის, ლაშა მაქაცარიას მოწვევით თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ართვინის დელეგაცია იმყოფებოდა-გუბერნატორ მუსტაფა იემლიჰალეოღლუს ხელმძღვანელობით.

 

შობის მახარობლებმა მსვლელობა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატესთან ერთად ქალაქის გარეუბნიდან დაიწყეს

ქ. ტყიბულში დამთავრდა სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია,

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის შენობის რეაბილიტაციისათვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის შედეგები დღეს გახდა ცნობილი.სატენდერო კომისიამ გამარჯვებულად თბილისური კომპანია"დაგი"გამოაცხადა.

ქუთაისი, როგორც დიდი ტრადიციების ქალაქი, თავისთავად საინტერესო და მნიშვნელოვანია,   ქართული კულტურისა და ისტორიის განვითარების ეტაპებით, რაც ძალიან კარგად აისახება თეატრალურ სამყაროში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სამხატვრო გალერეაში.

 

 საახალწო დღეებში თერჯოლის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღი, და სპორტკომპლექსის  დარბაზში  ღონისძიებები  გაიმართება

თერჯოლის ცენტრში შეკრებილ მოქალაქეებს დღესასწაულის დადგომა თერჯოლის დეპუტატმა ზურაბ ბუცხრიკიძემ, გამგებელმა ტარიელ ფანჩულიძემ, საკრებულოს თავჯდომარემ თეიმურაზ ქოჩიაშვილმა მიულოცეს

საჩხერის რაიონის გამგებლის, ზურაბ ცერცვაძის ინფორმაციით, გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამით გათვალისწინებული ტვირთი რუსმა ოკუპანტებმა სოფელში არ შეუშვეს, თუმცა პერეველებს დახმარება ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაუწია

 2009 წლის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით წყალტუბოში მცხოვრებ უმწეო 60 მოქალაქეს, რომლებიც უფასო სასადილოს ბენეფიციარები არიან დაურიგდათ კვების პროდუქტები და ტკბილეული

ფერადი და მუსიკალური შადრევანი ქუთაისის ერთ-ერთ უბანში ექვსი თვის განმავლობაში შენდებოდა.

აღმაშენებლის მოედანზე შეკრებილ ახალგაზრდობას დღესასწაულის დადგომა სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ და ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ მიულოცეს.

 

სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ და ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ ახალი 2010 წელი  რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გიგა სახელაშვილის ოჯახს მიულოცეს.

 

        დღს სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ , სამტრედიაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა გახსნა.

 

სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლაშა მაქაცარია 31 დეკემბერს შეხვდა აპარატის თანამშრომლებს, მიულოცათ დამდეგი ახალი წელი

წლის ბოლო დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში    სხვადასხვა პროფესიის ადამიანები პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილი საჩუქრებით დააჯილდოვეს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იმერეთის ახალ გუბერნატორად ლაშა მაქაცარია წარადგინა.

 

ინფორმაცია

imereti.ge-ს დაემატა ფორუმი და გთხოვთ იყოთ აქტიური

http://imereti.ge/forum

ფორმები და ანკეტები

სატესტო დამოუკიდებელი გვერდი

ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
 
გამოკითხვა
მოგწონთ თუ არა ახალი საიტი?
  • კი - 220 - 69.2%
  • არა - 98 - 30.8%