ႠႫႨႬႣႨ

ქუთაისი
34° - 21°

ႩႠႪႤႬႣႠႰႨ

ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 6
12 13
15 16 17 18 19 20
21 22 24 25 26 27
30 31      

ႨႫႤႰႤႧႨႱ ႫႾႠႰႤ

საჩხერის მუნიციპალიტეტი

საჩხერის მუნიციპალიტეტის
გამგეობა

საჩხერის მუნიციპალიტეტის
საკრებულო


  საჩხერის მუნიციპალიტეტის ფართობი შეადგენს 788,5 კვადრატულ კილომეტრს, მოსახლეობა -54856 კაცს, მათ შორის საარჩევნო ასაკის მოსახლეობა შეადგენს 41405 კაცს. მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობის ძირითად შემოსავალს შეადგენს მარცვლეული (სიმინდი, ნაწილობრივ ხორბალი), ყურძენი, მისდევენ მეფრინველეობას და მესაქონლეობას. ძირითადად ყავთ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ასევე ღორი და ცხვარი.

   საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის შემდეგი ბუნებრივი წიაღისეული: სოფელ იცქისის და იტავაზის ტერიტორიებზე _ კვარცმინდვრის- შპატიანი ქვიშის საბადო; სოფელ სარეკის ტერიტორიაზე _ კვარციანი ქვიშის საბადო; სოფელ ცხამის ტერიტორიაზე _ ქვანახშირის და გიშერის საბადო; სოფელ კორბოულის ტერიტორიაზე _ ვულკანოგენური ბრექჩია (პენზა); მდინარე ყვირილის და მდინარე ჩიხურას კალაპოტებში _ ქვიშა-ხრეშის საბადოები.

  ტყეების საერთო ფართობი შეადგენს 65000 ჰექტარს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება შემდეგი მდინარეები: ყვირილა, ძირულა, დუმალა, ჯრუჭულა, ჩიხურა, ლაშურა, ფრონე.

 

 

 

  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მაღალმთიანი სოფლებია:  ჭალოვანი, ცხომარეთი, ბაჯითი, დურევი, ლიჩი, მოძვი, სარეკი, სპეთი, მოხვა, დურევი, ხვანი, ეთო-ეხვევი, პერევი, სინაგური, ჯალაბეთი, ხახიეთი, თედელეთი, ბახიოთი, ცხამი, ჯალაურთა, კორბოული, შომახეთი, ნიგვზარა.

 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  გზების საერთო  სიგრძე, რომლებიც ერთმანეთთან  აკავშირებს სოფლებს და ქ. საჩხერეს,  173 კილომეტრია, მათ შორის 50 კილომეტრამდე გზა ასფალტირებულია, საიდანაც 20 კმ-მდე გზა ძლიერ არის დაზიანებული და საჭიროებს კაპიტალურ რემონტს.

 მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში მოსახლეობის წყალმომარაგება-ხორციელდება წყაროებით, ჭებით და მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების მიერ დამოუკიდებლად მოწყობილი წყალსადენების მეშვეობით.