ႠႫႨႬႣႨ

ქუთაისი
38° - 24°

ႩႠႪႤႬႣႠႰႨ

ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ႨႫႤႰႤႧႨႱ ႫႾႠႰႤ

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის
გამგეობა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის
საკრებულო


 ქალაქი დასავლეთ საქართველოში,  ჭიათურის პლატოსა და მდინარე ყვირილის ვიწრო ხეობაში, მდებარეობს გომი-საჩხერე-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. რკინიგზის სადგურის ზესტაფონი-საჩხერის სარკინიგზო ხაზზე ზღვის დონიდან 340-500 მ. თბილისიდან 220 კმ (რკინიგზით).

ჭიათურაში საკმაოდ ნოტიო ზღვის სუბტროპიკული ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი, ცხელი ზაფზული.

          ჰაერის საშუალო ტემპერატურა +13,10 იანვრის +2,40 ივლისი +23,10აბსოლიტური მინიმუმი -200 აბსოლიტური მაქსიმუმი +420 ნალექები 1100 მმ. წელიწადში. ჭიათურა საქართველოს მოპოვებითი მრეწველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია, მისი წარმოშობა და შემდგომი განვითარება განაპირობა მდინარე ყვირილის ხეობაში არსებული მანგანუმის მადნის საბადოს ბაზაზე წარმოქმნილმა მრეწველობამ. ქალაქს საფუძველი ჩაეყარა 1879 წელს, როცა აკაკი წერეთლის ინიციატივით დაიწყო მაგანუმის მადნის მოპოვება.ქალაქის ცენრტალური დასახლება მდინარე ყვირილის ორივე ნაპირზეა და თითქმის ყოველი მხრიდან მაღალი, ციცაბო კლდეებით შემოზღუდულ ქვაბულშია მოქცეული, სამრეწველო უბნები მას 2-6 კმ. რადიუსით ეკვრის.

ქალაქის მრეწველობაში ძირითადია მანგანუმის მადნის მოპოვება და გამდიგრება.

მანგანუმის სამთამადო კომბინატი, რომელიც მთელი დატვირთვით მუშაობდა 1992 წლამდე (აერთიანებდა 6 მაღაროთა სამმართველოს, გამამდიდრებელ ფაბრიკას, მექანიზებულ ქარხანას და მრავალ დამხმარე საწარმოს) მანგანუმის მადნის კონცენტრატით ამარაგებს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას, საზღვარგარეთის ქვეყნების შავი მეტალურგიის ქარხნებს.

ზესტაფონ-საჩხერის რკინიგზის ხაზი ჭიათურას აკავშირებს ამიერკავკასიის რკინიგზის მაგისტრალთან, ქალაქზე გადის რესპუბლიკური მნიშვნელობის საავტომობილო გზა - ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე-გომი, რომლითაც ჭიათურა უმოკლესი გზით უკავშირდება თბილისს. შიგა საქალაქო გადაყვანას ემსახურება ავტობუსები და ბაგირგზები, რომლითაც ქალაქის თითქმის ყველა უბანი დაკავშირებული ცენტრთან. ჭიათურაში, ყოფილ სსრკ-ში პირველად ამოქმედდა სამგზავრო ბაგირგზები. ჭიათურაში კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ფართო ქსელია. რაიონში 35 საჯარო სკოლაა, 10 საბაზო, 1 კერძო ლიცეუმი, 1 სკოლა ინტერნეტი. შეიქმნა გაერთიანებული საბავშვო ბაღები, ქალაქში არის კულტურის ცენტრი, სადღესასწაულო რიტუალების სასახლე, მხატვრის  სახლი, აკაკი წერეთლის სახელობის დრამატული თეატრი, მხარეთმცოდნეობის  მუზეუმი, რამდენიმე ბიბლიოთეკა, სამი საავადმყოფო, ამბულატორიები, კავშირგამბულობის განყოფილება, გამოდის რამოდენიმე გაზეთი.

ჭიათურის მიდამოები, ისევე როგორც ზემო იმერეთის მნიშვნელოვანი ნაწილი, ძველი საქართველოს ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული მხარე იყო. ქალაქის მახლობლად ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურეს, რომ მოსახლეობა აქ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე გაჩნდა. ჭიათურაში და მდინარე ყვირილის პირას აღმართულ დიდ კლდეებში ამჟამადაც არის შემორჩენილი მრავალი გამოქვაბული, ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ეს გამოქვაბული მურვან ყრუს დროინდელი უნდა იყოს. არაბთა ლაშქრის მეთაური მურვან ყრუ თავის ურდოებით VIII საუკუნეში (736-738 წ.წ). შემოიჭრა საქართველოში და ააოხრა საქართველოს დასავლეთი და აღმოსავლეთი რაიონები, ხალხმა მიუვალ ადგილებში გახიზვნით უშველა თავს. ერთ-ერთი ასეთი თავშესაფარი მდინარე ყვირილის პირა კლდეებში ჰპოვა მაშინდელმა მოსახლეობამ.

       ვიდრე ჭიათურაში მრეწველობა ჩაისახებოდა, აქ მხოლოდ პატარა სოფელი იყო, ქუთაისიდან საჩხერისაკენ მიმავალი გზა ამ ადგილას მდინარე ყვირილის ვიწრო ხეობაში ჩადიოდა, მდინარის მარჯვენა ნაპირს მისდევდა აღმა და მღვიმევის მონასტერთან გავლის შემდეგ კვლავ ტოვებდა ხეობას. გზის პირას ჭიათურაში იდგა პატარა დუქანი, აკაკი წერეთლის ცნობით, იგი საჩინო ვაშაძეს ეკუთვნოდა, აქ ჩამოჰქონდა აკაკის საბადოებში მოპოვებული პირველი ნიმუშები, რომელსაც შემდეგ საზღვარგარეთ გზავნიდა ანალიზისათვის. ჭიათურის მცირერიცხოვანი მოსახლეობა მაშინ, უმთავრესად მდინარეს მარჯვენა ნაპირზე ცხოვრობდა. მანგანუმის მოპოვების პირველ ეტაპზე, ჯერ კიდევ არ იყო მომზადებული ნიადაგი ჭიათურის ფართოდ დასასახლებლად.

ძველი ჭიათურა ცნობილი იყო თავისი ვიწრო ქუჩებით, რომლებიც სტიქიურად, დაგეგმვის გარეშე წარმოიშვნენ.