.
2009 წლის 29 დეკემბრიდან ლაშა მაქაცარია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორია



| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი არის საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ.
სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის წინაშე. მისი სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს.
სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ნორმატიული აქტების აღსრულებას;
ახორციელებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეგიონულ პროგრამებს;
ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობას;
უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული საინვესტიციო პროექტების განხორციელების მონიტორინგსა და ზედამხედველობას;
მთავრობის დავალების შემთხვევაში კოორდინაციას უწევს საქართველოს სამინისტროების ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას;
უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს საქართველოს მთავრობის სხდომებში;
გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს და სხვა (სრულად იხილეთ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ).
სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის და მისი ადმინისტრაციის საქმიანობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
imereti.ge-ს დაემატა ფორუმი და გთხოვთ იყოთ აქტიური
ბმულების ჩამონათვალი
სატესტო დამოუკიდებელი გვერდი