.
2009 წლის 29 დეკემბრიდან ლაშა მაქაცარია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორია



| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
იმერეთი დასავლეთ საქართველოს მხარეა.
ფართობი 66000 კვ.კმ. მოსახლეობა - 800 000 ადამიანი
იმერეთი მოიცავს 12 ადმინისტრაციულ ერთეულს,ტყიბული,წყალტუბო,ჭიათურა, ზესტაფონი, ხონი, თერჯოლა, ბაღდათი, საჩხერე, ვანი, ხარაგაული და სამტრედია.
ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ქუთაისი, რომელიც თბილისიდან 221 კილომეტრით არის დაშორებული.
ქუთაისში ფუნქციონირებს 2 აეროპორტი.
უახლოესი პორტია - ფოთი (პორტამდე მანძილი - 102 კმ).
იმერეთი იყოფა ზემო და ქვემო იმერეთად. გეოგრაფიულად მას საქართველოში ცენტრალური ადგილი უკავია - ჩრდილოეთიდან ესაზღვრება რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი, დასავლეთიდან - გურია, სამეგრელო და ზემო სვანეთი.
უძველესი დროიდან იმერეთი იყო მნიშვნელოვანესი სატრანსპორტო დერეფანი ევროპასა და აზიას შორის.
ბუნებრივი რესურსები
რეგიონი გამოირჩევა წიაღისეულის სიმდიდრით - აქ აღირიცხება 100-ზე მეტი მინერალურ-სანედლეულო საბადო. ყველაზე ცნობილი ჭიათურის მანგანუმია.
ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობა და აგრარული კულტურების მოყვანა წარმოადგენს, რასაც ხელს უწყობს ზღვის ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი.
იმერლები
იმერლები დასავლეთ საქართველოს ეთნო-ჯგუფს მიეკუთვნებიან. ძირითადად ცხოვრობენ იმერეთის ტერიტორიაზე - მდინარე რიონსა და მისი შენაკადების ხეობებში.
imereti.ge-ს დაემატა ფორუმი და გთხოვთ იყოთ აქტიური
ბმულების ჩამონათვალი
სატესტო დამოუკიდებელი გვერდი