.
2009 წლის 29 დეკემბრიდან ლაშა მაქაცარია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორია



| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
ძვ.წ. XIII-VII საუკუნეებში ქუთაისი იყო საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთი მდებარე უძველესი ქართული სახელმწიფოს - კოლხას მთავარი ქალაქი.
VIII საუკუნეში ქუთაისის ციხე-ქალაქის აშენება და მისი სატახტო ქალაქად გამოცხადება ძველი ქუთაისის ციხე-სიმაგრის ნანგრევებზე მოხდა. საქართველოს გაერთიანების ხანიდან 978-დან - 1122 წლამდე ქუთაისი საქართველოს სატახტო ქალაქს წარმოადგენდა. XVI საუკუნიდან ქუთაისი იმერეთის სამეფოს დედაქალაქია, ხოლო XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიის საგუბერნიო ქალაქი.
იმერეთის კარიბჭე ხარაგაულის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, აღმოსავლეთით მას ესაზღვრება ხაშურის, დასავლეთით ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები. ტერიტორიაA რთული და მთაგორიანია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი მდებარეობს ზღვის დონიდან 285-2,642 (საშ. 420მ) სიმაღლეზე. ხარაგაულს ეკუთვნის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც თავისი უნიკალური ფლორითა და ფაუნით მდიდარ ლანდშაფტს ქმნის. იგი ერთერთი უდიდესია ევროპაში ხარაგაულის ისტორიული ტერიტორია არგვეთის საერისთაოში შედიოდა.
ეს ტერიტორია ,,აბრეშუმის გზის'' საკმაო მონაკვეთს შეიცავდა.
აქ აღმოჩენილი ისტორიული ძეგლები იძლევა იმის საფუძველს, რომ ვივარაუდოთ ხარაგაულის ტერიტორია მეტად ინტენსიურად დასახლებული მაგისტრალი იყო
ზესტაფონის რაიონს სასარგებლო სტრატეგიული - გეოგრაფიული მდებარეობა უჭირავს. იგი გაშლილია ზღვის დონიდან 160მ სიმაღლეზე, კოლხეთის დაბლობის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ყვირილას ორივე სანაპიროზე. მას აღმოსავლეთით ესაზღვრება ხარაგაულის რაიონი, ჩრდილო აღმოსავლეთით ჭიათურის რაიონი, დასავლეთით თერჯოლის რაიონი, სამხრეთ დასავლეთით ბაღდათის რაიონი.
რაიონის ტერიტორიაა 423,7 კვადრატული კილომეტრია. იგი წარმოადგენს ისტორიული კოლხეთის დასასრულს და ხასიათდება სუბტროპიკული ჰავით. რაიონის მოსახლეობა უკანასკნელი აღწერის მონაცემებით შეადგენს 76 208 კაცს, საიდანაც ქალაქის მცხოვრებია 24 158 კაცი.
ქართულ ენაზე ბაღდათი ბაღის ადგილს ნიშნავს, რასაც ნათლად ცხადყოფს რაიონის ჩრდილოეთი ნაწილი. ბაღდათის რაიონი მდებარეობს მდინარე ხანისწყლის ხეობაში. ის ქუთაისის, ზესტაფონის, ვანისა და აბასთუმანისაკენ მიმავალი საავტომობილო გზების შუაგულშია განთავსებული .ხელსაყრელი კლიმატური პირობები და მცირე კავკასიის მთების მისადგომების ნოყიერი მიწა საშუალებას იძლევა ყურძნისა და სხვა სახის ხილ-ბოსტნეული კულტურების კულტივაციისათვის.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ფართობი შეადგენს 788,5 კვადრატულ კილომეტრს, მოსახლეობა -54856 კაცს, მათ შორის საარჩევნო ასაკის მოსახლეობა შეადგენს 41405 კაცს. მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობის ძირითად შემოსავალს შეადგენს მარცვლეული (სიმინდი, ნაწილობრივ ხორბალი), ყურძენი, მისდევენ მეფრინველეობას და მესაქონლეობას. ძირითადად ყავთ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ასევე ღორი და ცხვარი.
წყალტუბო დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთით, მდინარეების რიონისა და გუბისწყლის ხეობაში მდებარეობს. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება ქ. ქუთაისი, დასავლეთით სამტრედიისა და ხონის, ჩრდილოეთით ცაგერის და ამბროლაურის, ხოლო სამხრეთით ბაღდათისა და ვანის რაიონებიწყალტუბო მსოფლიო მნიშვნელობის კურორტია. იგი ძალზე ორიგინალური ჰიდროგეოლოგიური აგებულებით გამოირჩევა. აქ ზღვის ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია, მოკლე ზამთრით და ცხელი ზაფხულით. ჰაერის ტემპერატურის მხრივ წყალტუბო ერთ-ერთი თბილი კუთხეა საქართველოში.
თერჯოლის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველში, კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 110-400 მეტრზე მდებარეობს. მისი ფართობი 356,24 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს .მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ქვეყნის მთავარი ავტომაგისტრალი. თერჯოლის მუნიციპალიტეტი დედაქალაქიდან 200 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
ტყიბულის რაიონი, რომელიც ისტორიულ ოკრიბას მოიცავს, მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ - ქვემო იმერეთში, ზღვის დონიდან 600-800 მეტრ სიმაღლეზე. იგი გაშენებულია მდინარე ტყიბულას (მდ. მყვირილას მარჯვენა შენაკადი) ორივე ნაპირზე, რომელიც შემოფარგლულია ტყით დაფარული მთაგორიანი ტერიტორიით.
ქალაქი დასავლეთ საქართველოში, მდებარეობს ჭიათურის პლატოსა და მდინარე ყვირილის ვიწრო ხეობაში, გომი-საჩხერე-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. რკინიგზის სადგურის ზესტაფონი-საჩხერის სარკინიგზო ხაზზე ზღვის დონიდან 340-500 მ. თბილისიდან 220 კმ (რკინიგზით).
imereti.ge-ს დაემატა ფორუმი და გთხოვთ იყოთ აქტიური
ბმულების ჩამონათვალი
სატესტო დამოუკიდებელი გვერდი