.
2009 წლის 29 დეკემბრიდან ლაშა მაქაცარია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორია



| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 |

დღეს ზესტაფონმა ქართული ხალხური მუსიკის ფესტივალ "სულიკო-2009"-ს უმასპინძლა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებითა და ს/ს "ჯორჯიან-მარგანეზი"-სა და ს/ს "საქკაბელი"-ს სპონსორობით ჩატარებულ ფესტივალში მონაწილეობა იმერეთის მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტის 30-მდე მუსიკალურმა კოლექტივმა მიიღო. ქართული ხალხური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი ფესტივალი ათვლას გასული საუკუნის 80-ანი წლებიდან იწყებს და ტრადიციულად სოფელ ცხრაწყაროში, აკაკი წერეთლის ცნობილი ლექსის მიხედვით შექმნილ სიმღერის მელოდიის ავტორის, ვარინკა წერეთელი-მაჭავარიანის მშობლიურ სოფელში სპეციალურად ფესტივლისათვის მოწყობილ ღია თეატრონზე ტარდება და მას "ვარინკობის" დღესასწაულსაც ეძახდნენ.
"სულიკო-2009"-ს ჟიურს ხელმძღვანელობდა კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, შემადგენლობაში იყვნენ ზაზა კორინთელი(ზუმბა), თამარ ჩხეიძე, ნინო ჩხეიძე, მერაბ დონაძე, ელდარ შალამბერიძე, კომპოზიტორები: მარიკა კვალიაშვილი, ნუნუ დუღაძე, ნუნუ გაბუნია, რეჟისორი გოჩა კაპანაძე, გომარ სიხარულიძე. ფესტივალის ორგანიზატორთა მიერ გამარჯვებული მუსიკალური კოლექტივებისათვის დაწესებული იყო პრიზები- ფესტივალის სიმბოლოები: ქანდაკებები ბულბულისა და ჩანგის გამოსახულებით და ფულადი ჯილდოები.
ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილებით გრან-პრი ფოლკლორულ სიმღერაში გადაეცა ხარაგაულის კულტურისა და შემოქმედებით ცენტრთან არსებულ კიცხის ფოლკლორულ ჯგუფ "ადილა"-ს, ხოლო გრან-პრი ლირიულ სიმღერაში თერჯოლის ვაჟთა ვოკალურმა ჯგუფმა აიღო.
ფესტივალი "სულიკო" ცხრაწყაროში 1981-1988 წლებში ტარდებოდა და მასში მონაწილეობას არამარტო ქართული კოლექტივები ღებულობდნენ. "ვარინკობის" დღესასწაულმა საერთაშორისო მასშტაბებს მიაღწია. თითქმის 20 წლის მანძილზე გაწყვეტილი ტრადიცია ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობის ძალისხმევით 2007 წელს ისევ აღდგა.
imereti.ge-ს დაემატა ფორუმი და გთხოვთ იყოთ აქტიური
სატესტო დამოუკიდებელი გვერდი