.
2009 წლის 29 დეკემბრიდან ლაშა მაქაცარია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორია



| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იმერეთის რეგიონში 24 მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი დაახლოებით 25 მლნ ლარს შეადგენს.
29 ოქტომბერს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კონსტანტინე მგელაძე და ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა გოგატიშვილი იმერეთის რეგიონში ჩავიდნენ სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველ მოადგილესთან, ბატონ ლაშა კილაძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. მათ ჭიათურის ქუჩების რეაბილიტაციის და წყალმომარაგების სისტემის რეკონსტრუქციის პროექტის მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერეს.
ქალაქ ჭიათურის ქუჩების და წყალმომარაგების სისტემის რეკონსტრუქციის პროექტი ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში.
ჭიათურის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 1580990 ლარს, ხოლო წყალმომარაგების სისტემის რეკონსტრუქციის პროექტის ღირებულება 1444212 ლარს შეადგენს.
სამუშაო პროცესები ნოემბრის თვის ბოლოს დასრულდება.
imereti.ge-ს დაემატა ფორუმი და გთხოვთ იყოთ აქტიური
სატესტო დამოუკიდებელი გვერდი