Get Adobe Flash player

მისალმება

.2009 წლის 29 დეკემბრიდან ლაშა მაქაცარია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორია

ამინდი
ქუთაისი
34C   22C
ვალუტის კურსი
USD
1.8412

EUR
2.3709

RUB
0.0602

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    
ბანერები

 

ალექსანდრე ხეთაგურმა ხონში გაზი აანთო

საპრეზიდენტო პროგრამა „გაზი ყველა სოფელს" ფარგლებში ენერგეტიკის სამინისტროს და სს „იტერა-საქართველოს" გადაწყვეტილებით, შპს „სამტრედიაგაზმა" 2009 წლის გაზაფხულზე დაიწყო ქალაქ ხონის და მიმდებარე სოფლების გაზიფოცირების პროექტის განხორციელება. ამ პროგრამის შესრულების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ხონის რაიონში 10020 აბონენტის ბუნებრივი აირით მომარაგება.

            სადღეისოდ დასრულდა 29 კილომეტრიანი სიგრძის ახალი საშუალო წნევის გაზსადენი სამტრედია-ხონის მსენებლობა.

            ბუნებრივი აირის მიღება შესაძლებელია უკვე ქ. ხონის რამოდენიმე უბანში, ხოლო დარჩენილი უბნებისა და შემდეგი სოფლების: გოჩა ჯიხაიში, ქუტირი, დიდი და პატარა კუხი, კონტუათი, ნახახულევი, ახალსენი, მათხოჯი, ივანდიდი გაზიფიცირება იგეგმება უახლოეს მომავალში.

            დღეს ხონს ეწვივნენ: ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, პარლამენტარები აკაკი ბობოხიძე და დავით ჭავჭანიძე, „იტერა საქართველოს" გენერალური დირექტორი დავით ბერაძე.

ქალაქის ცენტრში  გაზის სიმბოლური ჩირაღდანი აანთეს მინისტრმა ა. ხეთაგურმა და ხონის მაჟორიტარმა დეპუტატმა დ. ჭავჭანიძემ. 

მინისტრმა, „იტერა-საქართველოს" წარმომადგენლებმა და ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვახტანგ ბალავაძემ უპასუხეს მოსახლეობის შეკითხვებს. შემდეგ სტუმრები ეწვივნენ ხონში ბახტაძის ქუჩაზე მცხოვრებ სულიკო ჩიქოვანის ოჯახს  და   გაზქურის აანთებას დაესწრნენ.

 

ინფორმაცია

imereti.ge-ს დაემატა ფორუმი და გთხოვთ იყოთ აქტიური

http://imereti.ge/forum

ფორმები და ანკეტები

სატესტო დამოუკიდებელი გვერდი

ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
 
გამოკითხვა
მოგწონთ თუ არა ახალი საიტი?
  • კი - 220 - 69.2%
  • არა - 98 - 30.8%