Get Adobe Flash player

მისალმება

.2009 წლის 29 დეკემბრიდან ლაშა მაქაცარია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორია

ამინდი
ქუთაისი
34C   22C
ვალუტის კურსი
USD
1.8412

EUR
2.3709

RUB
0.0602

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    
ბანერები

 

საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გელათში ჩატარებული სამუშაოები და აღდგენილი აკადემიის შენობა მოინახულეს

გელათის არქიტექტურული ანსამბლი მდებარეობს ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 11 კმ -ის დაშორებით. არქიტექტურულ კომპლექსში შედის აკადემიის შენობა, რომელსაც ქართველი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი ხელმძღვანელობდა. მე-12 საუკუნის ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ აკადემიას უნიკალური ბიბლიოთეკა ჰქონდა ისტორიისა და ღვთისმსახურების წიგნებით. აკადემიის მეცნიერული მნიშვნელობა იმ პერიოდისათვის სახელმწიფოს საზღვრებს სცდებოდა და განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ახლო აღმოსავლეთის კულტურულ ცხოვრებაში. ის მოიხსენიებოდა, როგორც მეორე ათონი და იერუსალიმი. ანსამბლში შედის წმინდა ღვთისმშობლის, წმინდა გიორგისა და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიები.
 
აკადემიის შენობის რეაბილიტაცია კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. პირველი ეტაპი იყო არქეოლოგიური გათხრები, რამაც დაადასტურა აკადემიის შენობაში  მეფეთა სატრაპეზოს არსებობა, ნაპოვნი იქნა დიდი ზომის ჭურები, ქვის დიდი მაგიდა, სადაც სავარაუდოდ მეფე ჯდებოდა, ოთახები, რომლებიც მაცივრის ფუნქციას ასრულებდა.
რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე გადაიხურა აკადემიის შენობა (კრამიტი მოიძიეს და შეიკრიბა იმერეთის რეგიონის ტერიტორიაზე, კერძო მოსახლეობიდან), დაიგო იატაკი და გაკეთდა აკადემიის უნიკალური კარი-შესასვლელი.
რეაბილიტაციის შედეგად აკადემიის შენობამ შეიძინა ყველა თანამედროვე პირობა მაღალი სტანდარტების შეხვედრებისა და სამეცნიერო მნიშვნელობის ტრენინგ-სემინარების ორგანიზებისათვის.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2010 წელშიც გრძელდება. გათვალისწინებულია მთავარი კარიბჭის გამაგრებითი და აღდგენითი სამუშაოები, დავითის საფლავის კარიბჭისა და სამრეკლოს შეკეთება.
 დღეს 22 ოქტომბერს საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გელათში ჩატარებული სამუშაოები და აღდგენილი აკადემიის შენობა მოინახულეს.

საქართველოს პრეზიდენტი და უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გელათს სტუმრობდნენ
ინფორმაცია

imereti.ge-ს დაემატა ფორუმი და გთხოვთ იყოთ აქტიური

http://imereti.ge/forum

ფორმები და ანკეტები

სატესტო დამოუკიდებელი გვერდი

ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
 
გამოკითხვა
მოგწონთ თუ არა ახალი საიტი?
  • კი - 220 - 69.2%
  • არა - 98 - 30.8%