.
2009 წლის 29 დეკემბრიდან ლაშა მაქაცარია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორია



| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
16 სექტემბერს, ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე, ყველა სამინისტრომ ბოლო წლის მანძილზე განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების საინფორმაციო სტენდები წარადგინა.
მიუხედავად უამინდობისა, გამოფენას ძალიან ბევრი ქუთაისელი დაესწრო.
განსაკუთრებული ინტერესი იგრძნობოდა მეცნიერებისა და განათლების, და თავდაცვის სამინისტროების პავილიონებთან, რომლებიც მდიდარი იყო თვალსაჩინოებით. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ წარმოადგინა წეროვანში აშენებული სახლების ტიპური მაკეტი.
ადგილობრივებს ყველა პავილიონთან მინისტრი, ან მინისტრის მოადგილე ხვდებოდა. ოფიციალური წარმომადგენლობისათვის მოქალაქეებს შეეძლოთ კითხვებით ან თხოვნით მიემართათ.
გამოფენა ინტერაქციულ ფორმატში გვიან საღამომდე გაგრძელდა.

imereti.ge-ს დაემატა ფორუმი და გთხოვთ იყოთ აქტიური
სატესტო დამოუკიდებელი გვერდი