Get Adobe Flash player

მისალმება

.2009 წლის 29 დეკემბრიდან ლაშა მაქაცარია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორია

ამინდი
ქუთაისი
34C   22C
ვალუტის კურსი
USD
1.8412

EUR
2.3709

RUB
0.0602

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    
ბანერები

 

ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კორპუსი გაიხსნა



2009-2010 სასწავლო წლიდან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი სასწავლო კორპუსი შეემატა, რომელიც 16 სექტემბერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ნიკა გვარამიამ გახსნა. პრეზენტაციას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი  აკაკი ბობოხიძე და სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი მიხეილ ჩოგოვაძე დაესწრო.

ბატონმა ნიკა გვარამიამ  და უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. გიორგი ონიანმა აღნიშნეს, რომ ახალი სასწავლო კორპუსი უმნიშვნელოვანესი შენაძენია უნივერსიტეტისა და მთლიანად ქალაქისთვის. ეს პროექტი  ხელისუფლების დიდი მხარდაჭერით განხორციელდა.

ახალმა სასწავლო კორპუსმა ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორია დაიკავა, მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაფინანსდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. კორპუსში განთავსდა მედიცინის, ქიმიისა და ბიოლოგიის მიმართულებები. კორპუსი 1000 კვ. მ. მოიცავს და 300-ზე მეტ სტუდენტზეა  გათვლილი, მთლიანად ახალი კორპუსის ინფრასტრუქტურა  3000 კვ. მ. შეადგენს.

თანამედროვე საკვლევი ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორიებისა და ლაბორატორიების პარალელურად, ახალ სასწავლო კორპუსშია ზოომუზეუმი, რომელიც უნივერსიტეტში 1938 წლიდან ფუნქციონირებს და მასში უნიკალური ექსპონატებია დაცული.


ინფორმაცია

imereti.ge-ს დაემატა ფორუმი და გთხოვთ იყოთ აქტიური

http://imereti.ge/forum

ფორმები და ანკეტები

სატესტო დამოუკიდებელი გვერდი

ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
 
გამოკითხვა
მოგწონთ თუ არა ახალი საიტი?
  • კი - 220 - 69.2%
  • არა - 98 - 30.8%